ქართველი სუმოისტი, ლევან გორგოძე იგივე ტოჩინოშინი რუსეთის უკრაინაში შეჭრას და აგრესიულ სამხედრო პოლიტიკას გამოეხმაურა:
“დღეს უკრაინას ბომბავენ, ბავშვები ყოველდღიურად იღუპებიან. ომი ყველაზე ცუდი რამაა დედამიწაზე, როგორ შეიძლება, მეზობელი ქვეყნის დაპყრობის მცდელობა გაამართლო? ომში ჩემი სამშობლოც რამდენჯერმე ყოფილა, იმედი მაქვს, უკრაინაში მშვიდობა სულ მალე დაისადგურებს.
მყავს როგორც უკრაინელი, ასევე რუსი მეგობრები, მათ ომი არ სურთ. უკრაინის მსგავსად, ჩვენც რეალური საშიშროების წინაშე ვდგავართ და იმედი მაქვს, მშვიდობა მალე დაისადგურებს”, – განაცხადა ლევანმა.
კომენტარები post