ჯანო ანანიძემ უკვე დაახლოებით ნახევარი წელია, რაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 2011-2018 წლებში, ფეხბურთელს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმის მიზეზით, 845 დღე გაუცდა.
ანანიძის გადაწყვეტილებას იტალიელი სპეციალისტი, მასიმო კარერა გამოეხმაურა, რომელიც “სპარტაკს” 2016-18 წლებში ედგა სათავეში.
“ვწუხვარ, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. ის შესანიშნავი ადამიანი, პროფესიონალი და ტალანტია. ვფიქრობ, რომ მეტს იმსახურებდა და ნაკლებს მიაღწია. მინდა, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება ვუსურვო!” – ცხადებს იტალიელი.
კომენტარები post