“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მფლობელმა ჯინი ბასმა, ფრენჩაიზის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის შესახებ ისაუბრა.
“კობი ძალიან მენატრება. მას შეეძლო გაეგო და აეხსნა ყველაფერი, რაც მე არ შემეძლო. ამის გამო მას კიდევ უფრო ვაფასებდი და მიყვარდა.
მართალი გითხრათ, ბრაიანტი ლეიკერსის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. მან გუნდი საკუთარ თავზე წინ დააყენა. თუ გუნდურ მიზნებს საკუთარ თავზე მეტად აფასებ, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ჯილდოებიც მოვა, – დაწერა ჯინიმ ტვიტერზე.”– განაცხადა ბასმა.
“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ლეგენდა, 2020 წლის იანვარში, ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად გარდაიცვალა.
კომენტარები post