ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი აჩი არველაძე CrystalSport-ის იუთუბ არხზე “საგოლე გადაცემა”-ში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა და საქართველოს ნაკრებსაც შეეხო.
“თავიდან უკმაყოფილო ვიყავი. ადრეც ვთქვი, რომ ერთად ამდენი ცვლილება არ მომეწონა. ბევრი ექსპერიმენტები ჩაატარა, მაგრამ კარგია, რომ მივაგენით ტაქტიკურ სქემას და ოპტიმალურ შემადგენლობას. ძალიან კარგია, რომ ნაკრებს აქვს თავისი სათამაშო სტილი და ასე კარგად გამოიყურებიან.
ესეთი სტაბილური და კარგი თამაში გვაძლევს იმედს, რომ მომდევნო ერთა ლიგაზე, სადაც უფრო რთულ ჯგუფში ვიქნებით, ვიღაცებს სერიოზულ წინააღმდეგობას გავუწევთ. ჩემი გადმოსახედიდან ჩვენი ნაკრები სტაბილური ნახევარდაცვით და დაცვით გამოირჩევა, ხოლო შეტევით ფაზაში ინდივიდუალიზმი გვაძლევს ბონუსს.
9 მატჩიანი წაუგებელი სერიაც სწორედ ამ სტაბილურ თამაშზე მეტყველებს. ვინც არ უნდა ითამაშოს გუნდის სათამაშო სტილი და ტაქტიკა არ იცვლება.
ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ქაღალდზე ფავორიტები ვართ, მაგრამ მე მგონია, რომ მაინც მათზე უკეთესები ვართ. დღეს თუ მკითხავთ ფავორიტები ვართ, სახლში ვთამაშობთ, კვარაცხელია გვყავს”,- განაცხადა აჩიმ.
კომენტარები post