- 15 საათის წინ
იტვირთება
ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასული “ტენერიფეს” ქართველი ლიდერი, გიორგი შერმადინი ამ ტურნირის საუკეთესო ხუთეულში შეიყვანეს
6 მაისს გამართულ ნახევარფინალურ მატჩებში ესპანურმა კლუბებმა – “ტენერიფემ” და “მანრესამ” გაიმარჯვეს, რომლებიც დღეს, 8 მაისს, ფინალში შეხვდებიან.
7 მაისს ბილბაოში გალა-დაჯილდოება მოეწყო, რომლის ერთ-ერთი გმირიც გიორგი შერმადინი გახდა. ქართველი ცენტრი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ხუთულში – ცენტრის პოზიციაზე დაასახელეს.
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:
ჯო რაგლანდი (ჰაპოელ ჰოლონი, ისრაელი)
იონა რადებაუ (ლუდვიგსბურგი, გერმანია)
ჩიმა მონეკე (მანრესა, ესპანეთი)
კრის ჯონსონი (ჰაპოელ ჰოლონი, ისრაელი)
გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი)