“ბარსელონას” ფეხბურთელების გაშვება, ან მათი ხელფასების შემცირება ესაჭიროება, რათა სახელფასო ჭერი შეამციროს და ახალი ფეხბურთელები დაარეგისტრიროს.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კი ფრენი დე იონგია, “ბარსელონა” კი მას წელიწადში 6 მილიონს სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაყიდის. აღსანიშნავია, რომ ახლა დე იონგის ხელფასი კვირაში 500 000 ევროა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ დე იონგი კონტრაქტს თავისი ნებით არ გადაწერს, კლუბი ხელშეკრულების გასაუქმებლად სასამართლოს მიმართავს, რადგან შეთანხმებისას შეცდომა იყო დაშვებული.
გუშინ, როდესაც დე იონგი “ბარსელონას’ ბაზაზე სავარჯიშოდ მივიდა, ფანები აგრესიული განწყობით დახვდნენ და შეურაცხყოფაც მიაყენეს: “ხელფასი შეიმცირე, ძუკნავ”
კომენტარები post