ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, გარი ლინეკერი ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა.
“ნაპოლის” ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია აღმაფრთოვანებელი ახალგაზრდა ფეხბურთელია. “ლაციოს” წინააღმდეგ მის თამაშს ვუყურე და ის შესანიშნავი იყო. მის წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი სახელის სწორად წარმოთქმა“, – აღნიშნა გარი ლინეკერმა.
შეგახსენებთ, რომ “ნაპოლიმ” “ლივერპული” 4-1 დაამარცხა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ ასისტი გააკეთა.
კომენტარები post