კანადური “ტორონტოს” შემტევმა ნახევარმცველმა, ფედერიკო ბერნარდესკიმ, რომელიც ახლო წარსულში ტურინის “იუვენტუსის” ღირსებას იცავდა, “ნაპოლის” ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
“ვინ მაკვირვებს ყველაზე მეტად “ნაპოლის” შემადგენლობაში? კვარა. იგი ამას არა მარტო თამაშით ახერხებს, არამედ თამაშზე მოხდენილი გავლენით. თითოეულ მატჩში ის 100%-ით იხარჯება.
ხვიჩა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია. ყველამ, ვისაც ფეხბურთი ესმის, იცის, რომ კვარა მოვლენაა და საქმეს ისე უდგება, როგორც დიდი ჩემპიონები,” – განაცხადა ბერნარდესკიმ.
კომენტარები post