საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა კომენტარი:
“ლიგა 1-ის კლუბებს ვურჩიე კვარაცხელიას შეძენა, მაგრამ არავინ დამიჯერა და იმედგაცრუებული დავრჩი. მინდოდა, საფრანგეთში ეთამაშა. მთელი წლის განმავლობაში კლუბებს ვესაუბრებოდი – არ დაინტერესდნენ, სერიოზულად არ მიიღეს ჩემი რეკომენდაციები.
მეუბნებოდნენ, რომ ეს ფეხბურთელი 70-ე წუთისთვის იღლება; რომ ის ქართველია და არა ბრაზილიელი…
შემდეგ ნაპოლიმ იაქტიურა და დღეს ხვიჩას ნაპოლის ფანები აღფრთოვანებაში მოჰყავს. ის რიბერის ანალოგია. მჯერა, რიბერის მსგავსი კარიერა ექნება.”
კომენტარები post