ხვიჩა კვარაცხელია თავისი საოცარი პერფორმანსით ქომაგების გაოგნებას განაგრძობს. მათ შორის ერთ-ერთი ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი და ფეხბურთელი არიგო საკია, რომელმაც ქართველი გარემარბის შესახებ ისაუბრა.
“კვარაცხელია ყოველთვის სახიფათოა. ის მცველებს თავიანთ ლიმიტზე თამაშს აიძულებს, როცა მის წინააღმდეგ თამაშობენ. კიაერმა და კალაბრიამ მის წინააღმდეგ გაფრთხილებები მიიღეს და მოედნის დატოვება მოუხდათ, ამ ყველაფერმა კი პენალტი განაპირობა”.
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს ბოლო ტურში კვარაცხელია “მილანს” დაუპირისპირდა და თავისი მოპოვებული პენალტით მატჩში გარდატეხა შეიტანა.
კომენტარები post