კვარა “ნაპოლის” “კრემონეზესთან” სათასო შეხვედრაში და “სალერნიტანასთან” სერია ა-ს მატჩში ვერ დაეხმარა.
ქართველს გაციებისა და მაღალი ტემპერატურის გამო ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
გავლენიანი გამოცემა napolipiu-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელია 24 იანვარს გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.
ცნობისთვის, 21 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში შესაშური სტატისტიკა აქვს. ქართველმა გარემარბმა 20 ჩატარებულ შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარები post