მადრიდულმა გამოცემა Marca-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა – 10 ფეხბურთელი, რომლებიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება 100 მილიონად ან მეტად გაიყიდონ.
აღსანიშნავია, რომ ათეულში მოიძებნა ხვიჩა კვარაცხელიას ადგილიც, რომელიც ამ სიაში თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენთან ერთადაა. აი, რას წერს მარკა კვარაცხელიაზე:
“ის მიმდინარე სეზონის ევროპული ფეხბურთის მთავარი აღმოჩენაა, ისევე, როგორც “ნაპოლი”. მისი ქმედებები მოედანზე გვაფიქრებინებს, რომ მალე ხვიჩა მსოფლიოს საუკეთესო გუნდებიდან რომელიმეში იქნება. მაგალითად, იურგენ კლოპს ნეაპოლელებთან მატჩის შემდეგ ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაუშურია. თავის მხრივ, “ნაპოლი” მის შენარჩუნებაზეა კონცენტრირებული, რასაც ხანგრძლივი კონტრაქტიც უწყობს ხელს”, – წერს მარკა.
ათეულის სხვა წევრები რაფა ლეაო, ენცო ფერნანდესი, ჰარი კეინი, ჯუდ ბელინგემი, იოშკო გვარდიოლი, დეკლან რაისი, დუშან ვლაჰოვიჩი და გონსალო რამოსი არიან.
კომენტარები post