როგორც მოგეხსენებათ, იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ახალგაზრდა ფეხბურთელს AIC-ის მიერ დამზადებული სპეციალური პრიზი გადაეცა.
კვარამ A, B და C-ში პროფესიონალი ფეხბურთელების მიერ ხმების 68% დაიმსახურა, რითაც ცხადია, გამარჯვებას მიაღწია.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ აგვისტოს თვეში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარები post