გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა სერია ა-ს მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა.
აღნიშნულ სიაში საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგარზდა შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა, რომელმაც 9.0 შეფასება დაიმსახურა, რაც გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო ქულა იყო.
აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ გუნდში კვარასთან ერთად მისი თანაგუნდელები, ვიქტორ ოსიმენი და კიმ მინ-ჯაეც მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მე-18 ტურის შეხვედრაში “იუვენტუსის” წინააღმდეგ გოლი გაიტანა და ასისტების ჰეთ-თრიქი შეასრულა.
კომენტარები post