იტალიის სერია ა-ში მესამე ტურის მატჩები მიმდინარეობს. დღეს ტურის მესამე სათამაშო დღეა.
“ნაპოლი” “ფიორენტინას” დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელია გასვლით მატჩში თავის გამოჩენას ისევ შეეცდება. მასზე კომენტარი “ფიორენტინას” თავკაცმა ვიჩენცო იტალიანომ გააკეთა.
“ნაპოლის წინააღმდეგ იოლი თამაში არ გველოდება. “აძური” ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მრავალი წლის განმავლობაში ის იტალიაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ძალიან კარგი ფეხბურთელებით შემადგენლობაში და ბრწყინვალე ფორმაში მყოფი, ამას დღესაც ამტკიცებს. ძალიან რთული მატჩი და დიდი ბრძოლა გველის. ვიფრთხილებთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, მიზნის მისაღწევად.
კვარაცხელიას ჩემპიონის თვისებები აქვს. გოლს იტანს თავით, მარცხენა და მარჯვენა ფეხით. ვულოცავ ნაპოლის ამ ბრწყინვალე, დიდებულ მოთამაშეს, რადგან ის ავლენს თავის დიდ შესაძლებლობებს. ის, ოსიმენი, ლოზანო, ჟელინსკი და ანგისა ძლიერები არიან, როგორც დანარჩენები”, – განაცხადა იტალიელმა.
კომენტარები post