იტალიის ჩემპიონატი 2023 წელს მე-16 ტურით განახლდა, ტურის მთავარი დაპირისპირება კი “ინტერსა” “ნაპოლის” შორის გაიმართა. მატჩი მილანელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.
ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი გამართა ხვიჩა კვარაცხელიამ, ის ნეაპოლიტანელთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და მოედანზე 76 წუთი დაჰყო, შემდე კი ლუჩიანო სპალეტიმ ქართველი ელიფ ელმასით ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი ხვიჩას პერფორმანსებს შორის საუკეთესოობით ვერ დაიკვეხნის.
“ინტერის” წინააღმდეგ კვარას თამაში Sofascore-მა 6 ქულით შეაფასა, Whoscored-მა კი 6.1 ქულით.
კომენტარები post