როგორც კვიპროსული მედია იტყობინება, “აპოელი” ძალიან ახლოს არის კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატებასთან.
Kerkida.net-ის ცნობით, კვიპროსული კლუბი ლაშა დვალის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. Balla.com.cy-ის ინფორმაციით კი მხარეებმა ყველაფერი შეათანხმეს და ლაშას მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლაღა დარჩა.
გასულ სეზონში დვალი “ფერენცვაროშის” რიგებში ირიცხებოდა და უნგრული კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. შეგახსენებთ, რომ “აპოელის” რიგებში ირიცხებიან გიორგი ქვილითაია და ბუბა დაუშვილი.
კომენტარები post