ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიმ” სერია “ა”-ს მე-20 ტურში “რომას” 2:1 მოუგო, ქართველმა ნახევარმცველმა კი საგოლე პასი გააკეთა. “კვარამ” შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მისგან სულ საუკეთესო შედეგს ველოდებით.
ცნობილმა პორტალმა whoscored.com-მა ხვიჩას 6.9 დაუწერა, რაც “ნაპოლის” რიგებში მე-4 შედეგი გახლდათ. ქართველზე მეტი ქულით პიოტრ ზელინსკის, ირვინ ლოსანოსა და ჯოვანი სიმეონეს თამაში შეფასდა. მატჩის მონაწილე 32 ფეხბურთელს შორის “კვარა” შეფასებით მე-6 იყო.
ქართველი ნახევარმცველის გუნდმა 53 ქულა დააგროვა და ჩემპიონატს 13-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. ხვიჩა კვარაცხელიას 7 გატანილ გოლთან ერთად, სერია “ა”-ში 8 შედეგიანი პასი აქვს გაკეთებული, რაც ლიგაში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.
კომენტარები post