დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელს, სებასტიან ალეს, რომელიც ამ სატრანსფერო ფანჯრისას დაიმატა, სიმსივნე აღმოუჩინეს.
“დორტმუნდმა” მისი შემცვლელი დიდხანს ეძება და “კიოლნში” იპოვა. 34 წლის ცენტრფორვარდი ანტონი მოდესტე დორტმუნდში ორშაბათს ჩავიდა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ბორუსიაში ჩაირიცხება.
მოდესტე ბორუსიასთან ერთწლიან კონტრაქტს აფორმებს. გერმანული მედიის ინფორმაციით, დორტმუნდელები კიოლნს დაახლოებით 5 მილიონ ევროს გადაუხდიან და ჯამში ფრანგი თავდამსხმელის ტრანსფერი (ხელფასთან ერთად) 10 მილიონი დაუჯდებათ.
კომენტარები post