ჟოზე მოურინიოს “რომამ” 12 სექტემებერს “ემპოლის” წინააღმდეგ, სერია ა-ში მორიგი სამი ქულა მოიპოვა.
მატჩი მინიმალური სხვაობით მოიგეს რომაელებმა, ანგარიშით 1:2. ტიტულოვანი პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, პატარა გუნდების დამარცხება სულ უფრო ძნელი ხდება, რადგან დღეს მათ თამაშის კოპირება ინტერნეტიდანაც შეუძლიათ. მოურინიო წუხს, რომ ფეხბურთში საავტორო უფლება აღარ არსებობს.
“პატარა გუნდებთან სულ უფრო გაძნელდა ქულების მოპოვება. ისინი გაიზარდნენ, დღეს ხომ მათი გაწვრთნა იოლია. ასეთ გუნდებს შეუძლიათ თამაშის ინტერნეტიდან და სოცქსელებიდან კოპირება. ფეხბურთში აღარ არსებობს საავტორო უფლება”, – აღნიშნა მოურინიომ.
კომენტარები post