კატალონიის “ბარსელონამ” თავისი ახალი ტრანსფერი, ჟულს კუნდე წარადგინა. ფრანგმა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაც გამართა და მედიის შეკითხვებს უპასუხა
“ჩავისთან საუბარი შესანიშნავი იყო. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ის მაფასებდა. მწვრთნელის ასეთი ძლიერი სურვილი, რომ “ბარსაში” გადმოვბარგებულიგავი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ერნანდესმა მითხრა, რომ ისე გავაგრძელო, როგორც “სევილიაში”: ვიყო აგრესიული, ბურთით კარგად ვიმოქმედო და კლუბის მოთხოვნებს მივყვე.
მართალია, რომ სხვა ვარიანტიც მქონდა, მაგრამ “ბარსელონას” დაველოდე, რომ “სევილიასთან” შეთანხმებისთვის მიეღწია. “ჩელსიში” გადასვლა შემეძლო, მაგრამ, როცა ეს შესაძლებლობა გაჩნდა, “ბარსა” ავირჩიე, რადგან კლუბს ბრწყინვალე პროექტი აქვს.
მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ასე კარგად მიმიღო. დიდ გუნდში ვიმყოფები და ძალიან ამბიციური ვარ.
ლა ლიგაში გამოცდილება ადაპტაციის პროცესს გამიადვილებს, მაგრამ, პირველ რიგში, “ბარსას” სტილს უნდა მოვერგო.
ჩემთვის, კონკურენცია გამოწვევაა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და უნდა განვვითარდე. აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდს ნებისმიერ დროს დავეხმარო.”
“ბარსელონამ” კუნდეს სანაცვლოდ “სევილიას” 50 მილიონი გადაუხადა და ფრანგ ფეხბურთელთან 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, გამოსასყიდი თანხა კი 1 მილიარდი ევროა.
კომენტარები post