ამ ეტაპზე სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ჟულს კუნდეს ტრანსფერია. ფრანგი ფეხბურთელის დამატებისთვის “ბარსელონა” და “ჩელსი” იბრძვიან.
კუნდეს ტრანსფერის შესახებ ინფორმაციებს ცნობილი ჟურნალისტები ფაბრიციო რომანო და ხერარდ რომერო ავრცელებენ. შევაჯამოთ რა ვიცით ამ ეტაპისთვის.
“ჩელსიმ” “სევილიას” ოფიციალური წინადადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა და ანდალუსიელებიც ინგლისური კლუბის შემოთავაზებისკენ იხრებიან, რადგანაც უფრო მეტს იხდიან, ვიდრე “ბარსელონა”, თანაც ერთიანად, რაც “სევილიას” ტრანსფერების განხორციელების საშუალებას მისცემს.
“ბარსელონას” “სევილიასთვის” ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია, მაგრამ კლუბი თავად კუნდეს ეკონტაქტება და მოცდას თხოვს და პირდება, რომ ოფიციალური წინადადება მალე გაკეთდება.
ხელფასის სახით კუნდეს “ჩელსი” უფრო მეტს სთავაზობს, მაგრამ ფრანგი ფეხბურთელი “ბარსელონას” სპორტული პროექტით არის მოხიბლული.
ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა, “ჩელსიმ” უკვე გადაგა ყველა ის ნაბიჯი, რაც კუნდეს დასამატებლად სჭირდება, “ბარსელონამ” კი უნდა იჩქაროს.
კომენტარები post