ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

"კვალიფიციური ფეხბურთელების და ოპტიმალური როტაციის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია" - ნიკა კვეკვესკირი


  • 1 თვის წინ
"კვალიფიციური ფეხბურთელების და ოპტიმალური როტაციის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია" - ნიკა კვეკვესკირი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. მეოთხე სავარჯიშო დღეს ვილი სანიოლის განკარგულებაში 28 ფეხბურთელი იყო.

26-მა ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ივარჯიშა - საბა კვერკველია და მამუკა კობახიძე ინდივიდუალურად ემზადებიან. ეროვნულ ნაკრებს მხოლოდ ვაკო ყაზაიშვილი აკლია, რომელიც საქართველოში 29 მაისს ჩამოვა და გუნდს შემდეგ შეუერთდება.

"სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში პირველად არის მატჩები ასე ერთმანეთს მიწყობილი. ფაქტობრივად არ გვაქვს დრო აღდგენისთვის. ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. 10 დღეში მოგვიწევს ოთხი თამაშის ჩატარება და შეუძლებელია, ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელის და ოპტიმალური როტაციის გარეშე წარმატების მიღწევა. ჩვენი მიზანი ამ გათამაშებაშიც წარმატების მიღწევა და პლეი ოფში გასვლაა. იმედი მაქვს, მეტი დანაკლისი არ გვექნება, რადგან თითოეულ ფეხბურთელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მთავარი მათი ფიზიკური მდგომარეობა და ჯანმრთელობაა", - ასე შეაფასა ვითარება ნიკა კვეკვესკირმა.

ასევე დაგაინტერესებთ