იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან საუბარში “ნაპოლიში” ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შეაფასა.
მიუხედავად გატანილი გოლისა და შედეგიანი გადაცემისა, ფედელემ ჩვენებური მაინც გააკრიტიკა:
“კვარაცხელია ძალიან მაგარი იყო ვერონაში? ბიჭს აშკარად აქვს ტალანტი, თუმცა ის ძალიან ინდივიდუალისტია. მე მას ახლა 6 ქულას დავუწერ და იმ შემთხვევაში, თუ ის გოლს ვერ გაიტანდა, ჩემი შეფასება 5 ქულიანი იქნებოდა.
მან დააგვიანა მოქმედება, როდესაც ვერონას ფეხბურთელმა დავიდე ფარაონიმ საგოლე გადაცემა გააკეთა და ამის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შეიძლება”,– განაცხადა ფედელემ.
კომენტარები post