იტალიის სერია A თითქმის 2-თვიანი პაუზის შემდეგ განახლდება. ნაპოლი მე-16 ტურში მილანის ინტერს “სან სიროზე” შეხვდება. ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ბევრ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასა და სტანისლავ ლობოტკას სათამაშო ფორმაზე:
“ლობოტკა და კვარა მოსამზადებელ პერიოდში სწორად მუშაობდნენ. იუვე სტაბია პატივსაცემი მეტოქე იყო, რომლის წინააღმდეგ ორივემ კარგად ითამაშეს. კვარა ძალიან კარგი ბიჭია, არაპროგნოზირებადი თამაში ახასიათებს და ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი დამატებითი პლუსია, ასეთი მოთამაშე მატჩებში არაფრისგან ქმნის ძალიან მნიშვნელოვან მომენტებს, სქემების, თანაგუნდელებისა და სხვა ყველაფრის გარეშე”, – თქვა სპალეტიმ
კომენტარები post