ხვიჩა კვარაცხელიამ “მონცას” წინააღმდეგ ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მატჩის შემდეგ ლუჩიანო სპალეტიმ კვარას შესახებ ვრცლად ისაუბრა:
“ის ნიჭიერია, რომელსაც საკუთარი თავის წარმოჩენა უფრო მაღალ დონეზეც კი შეუძლია. ძალიან კარგად გრძნობს თამაშს და ძალიან ემოციურია. ჯერ კიდევ წნეხის ქვეშაა. როგორც კი ამ წნეხს მოიშორებს და ჩვენი ფეხბურთის მექანიზმებში ინტეგრირებას შეძლებს, გარწმუნებთ, რომ კიდევ უფრო მაგრად ითამაშებს და გაჩვენებთ, როგორი მოთამაშეა. ესეც საკმარისია, მაგრამ ბევრად მეტი შეუძლია.
ძლიერი ფეხბურთელია, რომელიც დროთა განმავლობაში თავს უფრო წარმოაჩენს. ვის ჰგავს? პარალელების გავლება თქვენ ჩემზე კარგად გეხერხებათ. კვარა დიდი პროფესიონალი და კარგი ბიჭია, შეუძლია ორივე ფეხით დარტყმა. დღეს 10 წუთის შემდეგ კუნთები დაეჭიმა, მაგრამ ის ნეაპოლელი გულშემატკივრების წინაშე გრძნობს დიდ პასუხისმგებლობას და კარგია, რომ გოლები გაიტანა. ასე უფრო მალე მოიპოვებს საჭირო სიმშვიდეს”, – აღნიშნა სპალეტიმ.
კომენტარები post