ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი გლაზგოში, რეინჯერსს ესტუმრება. მატჩის წინ იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
იტალიელმა სპეციალისტმა ტელეკომპანია Sky Sport-თან ინტერვიუში ხაზი გაუსვა რეინჯერსთან შეხვედრაში დაცვით ფაზაში ყურადღებით თამაშს და აღნიშნა, რომ ხვიჩასგანაც ფლანგზე დაცვის ხაზის დახმარებას ელოდება.
“კვარას შესანიშნავი ტექნიკა აქვს და მაღალი ხარისხის ფეხბურთელია. როდესაც კარში ურტყამს, ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია, რომელიც ბურთს ყოველთვის კუთხეში უშვებს. თუმცა, ჩვენს ჩემპიონატში საჭიროა დაცვითი ფაზაც. რეინჯერსთან რთული თამაში იქნება, ასე რომ, ამ თამაშში მანაც დაცვით ფაზაში თავგანწირვა უნდა აჩვენოს, რათა ყოველთვის არ დატოვოს ჩვენი მცველი ორ მეტოქესთან მარტო, რადგან მათ ორი ძალიან სწრაფი და შემტევი ფლანგელები ჰყავთ”, – თქვა სპალეტიმ.
კომენტარები post