13 იანვარს სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში “ნაპოლიმ” იუვენტუსს” უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.
“პარტენოპეის” შემტევი დუეტი ალეგრის გუნდის წინააღმდეგ მრისხანედ გამოიყურებოდა, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, ვიქტორ ოსიმენმა კი შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი სწორედ ქართველისა და ნიგერიელის შესახებ წერს და მათი დუეტი ლეგენდარულ დიეგო მარადონასა და კარეკას შეადარეს.
“ნაპოლიში” 80-იან წლებში დიეგო მარადონა, ბრაზილიელი კარეკა და იტალიელი ბრუნო ჯორდანო ლეგენდარულ ტრიოს ქმნიდნენ. თითოეული მათგანის პირველი ორი ასოდან კი ზედმეტსახელი MA-GI-CA (მაგიური) შეიქმნა.
“კვარაცხელიას შესანიშნავი მატჩი ჰქონდა, ქართველმა რამდენიმე ბრწყინვალე დრიბლინგი განახორციელა, მან გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა ოსიმენმა კი დუბლი შეასრულა და “კვარას” გაატანინა. მათი დუეტი მარადონასა და კარეკას წყვილს წააგავს. “ნაპოლი” ოცნების ასრულებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა, არამხოლოდ 10 ქულიანი უპირატესობის გამო, სპალეტის უძლიერესი გუნდი ჰყავს” – წერს გამოცემა.
კომენტარები post