“ნაპოლიში” ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ დებიუტს “ინტერის” ყოფილი პრეზიდენტი მასიმო მორატი გამოეხმაურა. რადიო “კის კისთან” მისი საუბარი AreaNapoli-მ გამოაქვეყნა.
“სკუდეტოს ფავორიტი იმედია “ინტერია”. რა თქმა უნდა, მე ვნახე როგორ კარგად, ძალიან კარგად თამაშობს ლუჩანო სპალეტის “ნაპოლი”. ახალგაზრდა ფეხბურთელები შეინარჩუნეს, ცოტა გამოცდილება აკლიათ, მაგრამ ძალიან მხიარულად თამაშობენ, რაც საინტერესოა. ვნახოთ, რამდენს გაუძლებს. ჩინებული გუნდია.
მომწონს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია? ის ფენომენია. სად მონახეს? როგორ ჩაიგდეს ხელში? არავინ ელოდა, თუ ასეთი მაგარი იქნებოდა და უცბად ამდენ გოლს გაიტანდა. ნეაპოლურ კლუბს ასეთი მნიშვნელოვანი ტრანსფერისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ”.– განაცხადა მორატიმ.
კომენტარები post