ცნობილმა გამოცემა Goal.com-მა 2023 წლის “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა სია განაახლა და ჩვენდა სასიხარულოდ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა.
ქართველი გამორჩეულ მოთამაშეებს შორის მე-9 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო სამეულში “პარი სენ ჟერმენის” ვარსკვლავები კილიან მბაპე, ლიონელ მესი და ნეიმარი არიან.
ეს გამოცემა “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაში არაფერს წყვეტს, თუმცა ხვიჩას ასეთი აღირება ძალიან საამაყოა.
გთავაზობთ “ოქროს ბურთის” განახლებულ ტოპ-ათეულს:
1. კილიან მბაპე (პსჟ)
2. ლიონელ მესი (პსჟ)
3. ნეიმარი (პსჟ)
4. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)
5. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
6. ვინისიუსი (რეალი)
7. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
8. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
9. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
10. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი).
კომენტარები post