4 გოლი, 1 საგოლე გადაცემა და 1 მოპოვებული პენალტი – ასეთია ხვიჩა კვარაცხელიას მონაგარი სერია ა-ს 7 ტურის შემდეგ. “ნაპოლი” კი 17 ქულით ცხრილის სათავეშია.
იტალიურმა Eurosport-მა სანაკრებო პაუზის წინ სერია A-ს სიმბოლური ნაკრები შეადგინა, 3-4-3 სქემით, რომელშიც ფეხბურთელების მიერ გასულ 7 ტურში ნაჩვენები თამაში გაითვალისწინა. თერთმეტეულში “ნაპოლიდან” ხვიჩა კვარაცხელია და კიმ-მინ ჯე მოხვდნენ.
“ნაპოლის კიდევ ერთი ბრწყინვალე შენაძენი ზაფხულში. ქუდს ვიხდით მის წინაშე, ვინც წინასწარ განჭვრიტა ქართველის უნარები, რომლის ყიდვა ბევრს სურდა.”– დაწერა Eurosport-მა ხვიჩას შესახებ.
კომენტარები post