ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი იტალიური დებიუტი გამოუვიდა. საქართველოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა პირველივე მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.
კვარას ასეთ კარგ თამაშს გამოეხმაურა ლეონიდ სლუცკი, მისი ყოფილი მწვრთნელი, რომელმაც ხვიჩას განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
“კვარას გამო ძალიან ბედნიერი ვარ და მას თვალს ვადევნებ. ის ძალიან გვენატრება. სიმბოლურია, რომ ხვიჩას სადებიუტო მატჩი ზუსტად იმ დროს დაიწყო, როდესაც რუბინის თამაში”,– განაცხადა სლუცკიმ.
კომენტარები post