გაძეტა დელო სპორტთან ინტერვიუში “ნაპოლის” ყოფილმა თავდამსხმელმა სალვატორე ბანიმ ნეაპოლელთა ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.
“პირველად, კვარაცხელია რომ ვნახე, ის მხოლოდ 16 წლის იყო – საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში ითამაშა. შემდეგ ყველა თვალსაზრისით სწრაფად გაიზარდა. თუ გამიკვირდა მისი ასეთი დებიუტი? აბსოლუტურად არა. ბიჭის ტექნიკურ უნარებზე საუბარი არც არის. მას კიდევ ერთი დიდი პლუსი აქვს – გამბედაობა. ნუ შეგეშინდებათ შეტევა მას გაუგრძელოთ. ის ყოველთვის გატანას ეცდება.
გასარკვევია, ჩემპიონატში წარმატებით გრანდებთან თუ ითამაშებს. ბოლოს, გოლების რაოდენობაზე, რომელიც მან შეიძლება სეზონის ბოლომდე გაიტანოს – ჩემთვის უპრობლემოდ შეიძლება იყოს ორნიშნა რიცხვი. როდესაც “ნაპოლი” მას გაყიდის, ეს დიდი მოგება იქნება“, – ამბობს იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი.
კომენტარები post