როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლის” 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მეორე ტურის შეხვედრაში “მონცას” წინააღმდეგ დუბლი შეასრულა.
კვარა იტალიაში გავლენიანი სააგენტოების ყურადღებას იქცევს და ამავდროულად რეკორდების დამყარებასაც იწყებს.
Opta-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარა გახდა მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც 2010 წლის შემდეგ “ნაპოლის” მაისურით სერია A-ს საწყის ორ ტურში გაიტანა.
აქამდე ეს შედეგი ლეგენდარულ ედინსონ კავანის, ლორენცო ტონელისა და ხოსე კალეხონს ჰქონდათ დაფიქსირებული.
კომენტარები post