ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” რიგებს უკვე შეუერთდა და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც გამართა, რაც ქართველთათვის მეტად სასიხარულო იყო.
პირველ ვარჯიშზე მან გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა. ვარჯიშის შემდეგ იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
“ვარაცხელია და ოლივერა ძალიან მოტივირებულები არიან, ისინი კარგ დროს შემოგვიერთდნენ, რომ ამ შეკრებაზე მაქსიმუმი აჩვენონ. კვარას ტესტებმა აჩვენა, რომ ჯერ ცოტა ფიზიკური ვარჯიში სჭირდება. თუმცა, მშვიდად ვართ, რადგან ვიცით მისი ხარისხი, კვარაცხელია და ოლივერა არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქ ყოფნისთვის საჭირო თვისებები აქვთ”,- განაცხადა იტალიელმა თავკაცმა.
კომენტარები post