ოფიციალურად, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მომავალი სეზონიდან “ნაპოლიში” ითამაშებს.
ბოლო 1 თვის განმავლობაში ხვიჩა მუდამ იტალიური მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. იტალიაში ახალგაზრდა ქართველზე დიდ იმედებს ამყარებენ. გუშინ, სააგენტო Tutto Mercato Web-მა ქართველი ფეხბურთელის ტალანტს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
“ხვიჩა კვარაცხელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ მესამე ქართველი ფეხბურთელი იქნება, რომელიც სერია A-ში ითამაშებს. ის ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და მის თაობაში, ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება. „ნაპოლიმ“ ის ტყუილად არ აირჩია, მას აქვს ტალანტი, რომელიც ამ კლუბის გულშემატკივრებს ინსინიეს დაავიწყებს. შეხედეთ მის შედეგებს საქართველოს ნაკრებში. მას ეროვნულ გუნდში დებიუტი 18 წლის ასაკაში ჰქონდა და 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა.”- წერს იტალიური გამოცემა
კომენტარები post