იტალიის სერია A რამდენიმე დღეში აიღებს სტარტს და რა თქმა უნდა როგორც ქართველი, ასევე იტალიელი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალური დებიუტის ხილვას.
Radio Goal-ში სტუმრად იმყოფებოდა “ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი გაეტანო ფონტანა და მან მცირე კომენტარი კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა:
“კვარაცხელია მომწონს, თუმცა უფრო კონკრეტული და პროდუქტიული უნდა იყოს. მის ასაკში ყოფნისას მეც მსურდა, რომ კარგი თამაშის მერე გადაჭარბებულად გულმოდგინე ვყოფილიყავი. ამას მის ახალგაზრდულ ასაკს ვუკავშირებ. ვფიქრობ, სპალეტი ამ საკითხზე კარგად იმუშავებს.
კიმმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. მას გარისკვაც შეუძლია და სწორადაც მოქმედებს. კიმს ლიდერული თვისებებიც აქვს, რაც სიურპრიზი გამოდგა,”– განაცხადა ფონტანამ.
კომენტარები post