ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი კლუბის, ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ცნობილ იტალიელ ჟურნალისტს ფაბრიციო რომანოს ვრცელი მისცა და რა თქმა უნდა ქართველი გარემარბის შესახებ ისაუბრა.
რომანომ ერთი შეკითხვა მას ხვიჩას პოტენციალის შესახებაც დაუსვა და ჰკითხა, ოდესმე ვიხილავთ თუ არა კვარაცხელიას ოქროს ბურთისთვის მებრძოლ ფეხბურთელთა რიგებში, რაზეც რუსმა სპეციალისტმა ასეთი პასუხი გასცა:
“დღეს, ხვიჩა მოედანზე ბავშვად რჩება იმიტომ, რომ მას ფეხბურთი განუსაზღვრელად უყვარს. მიუხედავად კონტრაქტისა და პრემიებისა, ის მინდორზე ისეთივეა, როგორიც თავიდან იყო. ვიტყვი, რომ კვარაცხელიას დიდი პოტენციალი აქვს და სწორედ ამიტომ, მას შეუძლია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს”,- განაცხადა სლუცკიმ.
კომენტარები post