“მანჩესტერ სიტის” ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ქალაქელებმა”, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ნაპოლის” დიდი თანხა შესთავაზოს.
“საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” შესანიშნავ სეზონს ატარებს. “პარტენოპეი” სერია A-ს ტიტულს უმიზნებს. “კვარა” ბურთს ბრწყინვალედ ფლობს, შემტევს თამამი სტილი აქვს. ხვიჩამ თავის გამოჩენა როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე იტალიის ჩემპიონატშიც შეძლო, “პარტენოპეი” გარემარბის გაყიდვას იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე არ განიხილავს, “მანჩესტერ სიტის” ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, “ნაპოლი” მისი გაყიდვით დიდ სარგებელს ნახავს” – წერს გამოცემა.
კომენტარები post