“ნაპოლი” მომავალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს, მაგრამ დღევანდელ სავარჯიშო სესიებზე გუნდთან ერთან არ უვარჯიშია “ნეაპოლელთა” ახალწვეულს ხვიჩა კვარაცხელიას.
როგორც ჟურნალისტი პეპე კერველერა იტყობინება, კვარამ დილას მარტომ ივარჯიშა ტრენაჟორებზე, შემდეგ კი სათადარიგოთა სკამიდან უყურებდა თანაგუნდელებს. მისი ინფორმაციით კვარას მარცხენა მუხლი ჰქონდა შეხვეული.
Geo Team-ის ინფომაციით კი კვარას უბრალოდ დასვენების დღეს მისცეს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი უცნობია.
წინა-სასეზონო ეტაპზე კვარამ 4 ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კომენტარები post