პარტია “მოქალაქეებიდან” საქართველოს პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ ბრწყინვალე მატჩს ეხმაურება.
პოლიტიკოსი იმ ადამიანებსაც მიმართავს, რომელიც ქართველ ფეხბურთელს აკრიტიკებდა:
“კვარაცხელიას რომ აგდებით მოიხსენიებდით იმ ხალხს კიდევ ერთ გოლს გილოცავთ! გენაცვალე კვარა”, – წერს ელისაშვილი.
შეგახენებთ, რომ სერია A-ს მე-2 ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ “მონცას” დუბლი შეუსრულა.
კომენტარები post