ხვიჩა კვარაცხელია ბოლო თამაშებია ფორმიდან ამოვარდნილია, რასაც იტალიური მედიისგან სკეპტიკური სტატიები მოჰყვა.
იტალიელმა ჟურნალისტმა რინო სესარინომ Radio Crc-თან საუბრისას ქართველ გარემარბზე ისაუბრა:
“ამ წელს “ნაპოლი” სიგიჟეებს სჩადის. ეს მაგალითი უნდა იყოს ევროპული კლუბებისთვის. სავარაუდოდ, წელს ამ კლუბის ფანების რაოდენობა უნდა გაიზარდოს.ხვიჩა კვარაცხელია? მას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს, მე კი ვიცი მისი რეალური პრობლემა. საქმე ისაა, რომ კვარაცხელიას ახლა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მან ის წნეხი თავისი თავიდან უნდა განდევნოს.კვარაცხელია ახლა უფრო მეტს ფიქრობს და აღარაა სპონტანური, რასაც კარგად იყენებენ კვარაცხელიას წინააღმდეგ მოთამაშე მცველებიც. მასზე ჩავარდნილი სერია ცუდად მოქმედებს, რაზეც ფიქრი უნდა შეწყვიტოს”, – განაცხადა მან.
კომენტარები post