იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანჩესკო მაროლდამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართველ ფეხბურთელს ერთი დიდი ნაკლი აქვს – ინდივიდუალურად თამაშს ხშირად ჯიუტად ცდილობს.
“ქართველ გარემარბს ერთი დიდი ნაკლი აქვს: ის მხოლოდ დრიბლინგის პირველ მცდელობაზეა ძალიან კარგი, რაც უმეტესად გამოსდის კიდეც. მაგრამ მნიშვნელოვანი სირთულეები ექმნება შემდეგ, როცა ჯიუტად ცდილობს ინდივიდუალურად თამაშს და შესაძლოა, მხედველობიდან კარგავს კარგ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელებს”, – თქვა მაროლდამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” 9 მატჩში 4 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი.
კომენტარები post