ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი კარგი თამაშით ევროპული გამოცემების ყურადღება მიიპყრო – ქართველ გარემარბს სტატიებს ისეთი დიდი გამოცემები უძღვნიან, როგორიც, მაგალითად, ბი-ბი-სი გახლავთ.
ამჯერად კვარაცხელიაზე Eurosport წერს:
“კვარაცხელიამ სერია ა-ში ისე გაიბრწყინა, დიეგო მარადონასაც კი შეადარეს და კვარადონა შეარქვეს. თუმცა, კვარადონადა კვარადონა უბრალოდ მცირე ჩამონათვალია იმ მეტსახელების, რომლებიც კვარაცხელიას შეარქვეს.
ხვიჩას, როგორც ახალწვეულის გავლენა “ნაპოლიზე” უბრალოდ უპრენცენდენტოა სერია ა-ში – ქართველმა სეზონი დიდებულად დაიწყო, 4 გოლითა და 2 ასისტით. ხვიჩას სეზონის სტარტისთვის მინუსების პოვნა თითქმის შეუძლებელია. ერთადერთი საშიშროება ის წნეხია, რომელიც მასზე არსებობს”, – წერს გამოცემა.
კომენტარები post