“იუვენტუსისა” და “რომას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ზბიგნევ ბონეკმა კვარაცხელიას “ნაპოლიში” გადასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.
“მისი თამაში ვნახე და ბევრმა ჩემთან მასზე კარგად ისაუბრა. მაღალი დონისაა, თუმცა აუცილებელია გაცილებით მეტი დაამტკიცოს, ვიდრე უკვე გააკეთა. მე ვფიქრობ, ხვიჩაზე ცოტას უბრალოდ მისი ეროვნების გამო ლაპარაკობენ”.
“როდესაც კლუბი არგენტინელს ყიდულობს, ყველა ფიქრობს, რომ ის მოვლენაა, როდესაც სინამდვილეში საშუალო კლასისაა”.
“შემთხვევაში ბევრს ეჭვი მხოლოდ იმიტომ აღეძვრება, რომ ის ქართველია. მე მესმის, რომ საქართველოს საფეხბურთო სამყაროში დიდი ცნობადობა არ აქვს, მაგრამ საჭიროა ხვიჩასი გვჯეროდეს”- განაცხადა ბონეკმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ნაპოლი” დიმაროში ჩავიდა. აქ გუნდი 19 ივლისამდე შეკრებას გამართავს.
კომენტარები post