სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ, კეილორ ნავასი “პსჟ-ს” დატოვებასთან ახლოსაა.
იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კოსტარიკელის აგენტი ჟორჟე მენდეში პარიზულ გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
თუ ასე მოხდა, ნავასს “პსჟ-ს” დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება და ნებისმიერ გუნდს უფასოდ შეუერთდება.
35 წლის მეკარეს საფრანგეთის ჩემპიონებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და იმისთვის, რომ გუნდი დატოვოს, ნავასს “პსჟ-სთან” 1.5-წლის ხელფასის სრულად აღება სურს.
“პსჟ-ს” მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ ღიად დაადასტურა, რომ ამ სეზონიდან გუნდის პირველი გოლკიპერი ჯანლუიჯი დონარუმა იქნება, რის გამოც კოსტარიკელს მეორე მეკარეობით მოუწევს დაკმაყოფილება.
იწერება, რომ ნავასის დამატებით “ნაპოლი” ინტერესდება.
კომენტარები post