საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს.
ბელგიური მედიის ცნობით, გენტის 22 წლის ფეხბურთელი იჯარით ბრატისლავას “სლოვანში” ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ირიცხებიან. კლუბს კი ვლადიმერ ვაისი წვრთნის.
უცხოური მედია გვამცნობს, რომ ყველაფერი შეთანხმებულია და გიორგი “სლოვანში” სამედიცინო შემოწმებას დღეს, 1 ივლისს გაივლის და კონტაქტსაც გააფორმებს.
კომენტარები post