საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგაზე ასპარეზობა დაასრულა. ბოლო ტურში გიბრალტარს ვესტუმრეთ და მეტოქე 1:2 დავამარცხეთ, რითაც 16 ქულა დავაგროვეთ და ერთა ლიგის C დივიზიონში საუკეთესო შედეგი დავაფიქსირეთ.
გიბრალტარის წინააღმდეგ კიდევ ერთი კარგი შეხვედრა ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, მან პენალტი გამოიმუშავა, რომელიც თავადვე გარდასახა გოლად. ეს მისთვის მიმდინარე ერთა ლიგაზე მე-5 გოლი იყო, მთლიანად საქართველოს ნაკრებში კი მე-10.
ამ ერთა ლიგაზე ხვიჩამ 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და C დივიზიონის ბომბარდირებში პირველი ადგილი დაიკავა. მთლიანად ერთა ლიგაზე კი მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ერლინგ ჰალანდს ჩამორჩა, რომელსაც 6 გოლი აქვს გატანილი და ხვალ ბოლო მატჩს გამართავს.
ჯამში ხვიჩამ ერთა ლიგაზე ასეთი სტატისტიკა დააფიქსირა:
- 5 გოლი
- 2 ასისტი
- 1.7 კარში დარტყმა თამაშში
- 6.1 მოგებული დუელი თამაშში
- 3.2 დრიბლინგი საშუალოდ თამაშში
კომენტარები post