საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეხუთე ტურში ჩრდილეოთ მაკედონიას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამაც გაიტანა, მატჩის შემდეგ კი მის თამაშს იტალიურ მედიაშიც გამოეხმაურნენ:
“ნეაპოლიტანელი კვარაცხელიას საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა, მან კი ჯერ მეტოქეს ავტოგოლი გაატანინა, მერე თვითონაც გაიტანა. საქართველო ამ მოგებით ერთი დივიზიონით დაწინაურდა”.– Calciomercato
“ხვიჩა კვარაცხელია არასდროს ჩერდება. ნაპოლის 77-ე ნომერი მთავარი გმირია “აძურიში” სეზონის კარგი დასაწყისის, მან ყველა გააოცა თავისი თამაშით. მაგრამ ის მხოლოდ სერია A-ში არ გამოირჩევა: ეროვნული ნაკრების მაისურითაც ბრწყინავს. კვარა გადამწყვეტი იყო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებულ მატჩში”.– Spazio Napoli
“კვარაცხელიას შოუ საქართველო-მაკედონიის მატჩში: გოლი გაიტანა და ავტოგოლი გამოიმუშავა. ნაპოლის ფანტაზისტა, სუპერ კვარაცხელია თბილისში გამართული შეხვედრის მთავარი გმირი იყო. მან მიოვსკის ავტოგოლი გაატანინა, ხოლო მეორე ტაიმში ცარიელ კარში თავად გაიტანა ზივზივაძის გადაცემით. ამრიგად, ვილი სანიოლის გუნდმა B დივიზიონში გადასვლა გაინაღდა”.– Corriere Dello Sport
“ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით და ნაპოლის ფეხბურთელის ლიდერობით საქართველოს ნაკრები აგრძელებს გასაოცარი შედეგების ჩვენებას: 2022 წელს გუნდი არ დამარცხებულა. არ შეიძლებოდა ასეთ საღამოს ხვიჩა კვარაცხელიას მთავარი როლი არ ჰქონოდა”.– Goal Italia
კომენტარები post