საფეხბურთო აგენტი, თემურ ლეპსაია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ დაინტერესებულ კლუბებს იხსენებს.
მისი თქმით “ნაპოლისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის შეძენით იტალიური “მილანისა” და “იუვენტუსის” გარდა, ესპანეთიდან – “სევილია” და “ვალენსია” ინტერესდებოდნენ.
“ვალენსია არ იყო ერთადერთი კლუბი, რომელიც კვარაცხელიას შეძენით იყო დაინტერესებული. მასთან ერთად გასულ ზაფხულს “სევილიაც” ძალიან აქტიურობდა. ხვიჩას შესახებ ორივე კლუბის წარმომადგენლებს ველაპარაკე, მაგრამ, როგორ განვითარდა მოვლენები ყველამ ნახა. საბედნიეროდ მისი დამატება დე ლაურენტისის “ნაპოლიმ” შეძლო”, – უთხრა ლეპსაიამ Estadio Deportivo-ს.
კომენტარები post